RogoR.ge მარტივია, როცა იცი როგორ...

რა არის როგორ.ჯი?

როგორ.ჯი არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული კითხვა-პასუხის ენციკლოპედია. ეს ახალი ეროვნული პროდუქტი (ბრენდი) სულ მალე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართულ ინტერნეტ სივრცეში. მართალია ის ახლახანს გაეშვა (2012 წ. 11 ნოემბერი), მაგრამ მასზე მუშაობა დაიწყო 2010 წლის თებერვლიდან და დღემდე დაუღალავად - დიდი ინტერესით გრძელდება. საიტზე განთავსებულია მუდმივად განახლებადი ინსტრუქციები, რომლებიც მოიცავენ თითქმის ყველა საინტერესო თემას. სტატიები დაყოფილია კატეგორიების მიხედვით, რაც მაქსიმალურად გაგიადვილებთ სასურველი ინფორმაციის მოძიებას. აქტუალურ კითხვებზე პასუხები გაცემულია კონკრეტულად და ამომწურავად. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იპოვოთ კომპეტენტური და ხარისხიანი პასუხი თითქმის ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც იწყება როგორ, სახლიდან გაუსვლელად რამოდენიმე წუთში და რაც მთავარია ქართულ ენაზე! დიახ თამამი განცხადებაა, მაგრამ ამის საბაბს გვაძლევს ჩვენი გუნდის (როგორც ტექნიკური, ასევე პროფესიის მიხედვით კომპეტენტური) წევრების მიერ ყოველდღიურად გაწეული სამუშაო. საიტი მუდმივად მდიდრდება, იხვეწება და ივსება ინფორმაციულად.

ჩვენი მიზნები

  • ხარისხიანი და შეუცვლელი, ყველაზე პოპულარული და მასშტაბური ქართულენოვანი ელექტრონული დამხმარე ენციკლოპედიის შექმნა, რის გამოც არ ვიშურებთ დროსა და ენერგიას.
  • ბრენდად, პროდუქტად ჩამოყალიბება. თქვენი ნდობის მოპოვება და შენარჩუნება!
  • საიტის მუდმივი განვითარება, განახლება, დახვეწა, ინფორმაციით გამდიდრება და ხარისხის მკაცრი კონტროლი.
  • ქართული, ეროვნული ვებ სივრცის, ჯინეტის განვითარება.
  • საზოგადოების ინფორმირება და დახმარება.

რატომ როგორ.ჯი?

იმიტომ, რომ შენ უკვე შეგიძლია დაზოგო დრო სასურველ კითხვებზე ინფორმაციის ძებნისას, ამიერიდან აღარ დაგჭირდებათ ყველა კითხვაზე გლობალურ ქსელში სხვადასხვა უცხო საიტებზე მასალის ძიება და შემდეგ თარგმნა. აქ არის ხარისხიანი, კონკრეტული და მუდმივად განახლებადი ინსტრუქციები. მარტივი, მომხმარებელზე გათვლილი ინტერფეისი კომფორტულს ხდის საიტზე ინფორმაციის პოვნას. ჩვენ ვზრუნავთ ინფორმაციული ბაზის მუდმივ ზრდაზე. გაუზიარე სხვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი საიტის გამოყენებით.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გუნდი გამუდმებით ზრუნავს საიტის ინფორმაციულ და ტექნიკურ დახვეწასა და მუდმივ განვითარებაზე, სიამოვნებით მოვისმენთ, გავიაზრებთ და საჭიროების შემთხვევაში გავითვალისწინებთ რჩევებს საიტთან დაკავშირებულ თემებზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და სურვილები. როგორ.ჯისთან მეგობრობისთვის გიხდით მადლობას და გახსოვდეთ:

მარტივია, როცა იცი როგორ...ROGOR.GE



Retrieved from "http://aboutus.com/index.php?title=RogoR.ge&oldid=26597476"